bunebis Zegli - onioris CanCqeri da tobis pirveli mRvime
ონიორის ჩანჩქერი და ტობის პირველი მღვიმე - ბუნების ძეგლების კომპლექსი წარმოადგენს ტობა პირველის მღვიმისა და მისგან გადმომავალი ონიორეს ჩანჩქერის ერთობლიობას, რომელიც იშვიათ და ულამაზეს სანახაობას ქმნის.
მღვიმე გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. შესასველეი (12X5 მ) ქარაფის გასწვრივ იხსნება. შესასვლელიდან 70 მეტრში 21 მ სიმაღლის მიწისქვეშა ჩანჩქერია, სადაც ჭერის სიმაღლე 30 მეტრზე მეტია. ცალკეულ ადგილას გვირაბის სიგანე 12-15 მ აღწევს. მღვიმიდან გამომავალი მიწიქვეშა მდინარე 15 მეტრში, 67 მ სიმაღლის ონიორეს ჩანჩქერს წარმოქნის.
მდებარეობა: მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ. მეორე ბალდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდ. აბაშის მარჯვენა შენაკადის ტობას ხეობა, 680 მეტრი ზღვის დონიდან.
კოორდინატები: N42 28.643 E42 27.520
მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე პუნქტია ქ. მარტვილი.
ქ. მარტვილი - სოფ. პირველი ბალდა - 9,4 კმ; ხანგრძლივობა - 20 წთ;
სოფ. პირველი ბალდა - ონიორის ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნების ძეგლები - 6,1 კმ; ხანგრძლივობა - 1 სთ და 30 წთ (საფეხმავლო მარკირებული ბილიკი).